Thursday, February 8, 2018

სასწავლო პროექტის გეგმა

სასწავლო   პროექტის   გეგმა
1.       პროექტის   დასახელება: ფშაველი   გენიოსი   და   დედაბუნება
2.      პრობლემის   განსაზღვრა  და   პროექტის   აქტუალობა:               მე-6   კლასის   მოსწავლეები   ნაკლებად   კითხულობენ   არაპროგრამულ    ნაწარმოებებს,  არ    იცნობენ  ქართველი   კლასიკოსების   პოეტურ   და   პროზაულ   შედევრებს.  პროექტზე   მუშაობისას  მოსწავლეები   გაიაზრებენ,   რომ   ფშაველი   გენიოსი   ბუნების   დიდი   მომღერალი  და   მესაიდუმლეა;   ბუნებასთან   თანაზიარობა   ადამიანს   ამაღლებს,   ზნეობრივად   აფაქიზებს,   აღეძვრებათ   მოტივაცია,   რომ   წაიკითხონ   და   შეისწავლონ   არა   მხოლოდ  ვაჟა-ფშაველას   ლექსები   და   მოთხრობები,   არამედ   ქართული   მწერლობის   კორიფეების   ნაწარმოებები.   განუვითარდებათ   არაერთი   უნარ-ჩვევა  (კითხვის,   გააზრების,   ანალიზის  და   სხვა).
3.      პროექტის   მიზნები:  1) მოსწავლეები   გაიღრმავებენ   ცოდნას  მე-5, მე-6   და   წინა   კლასებში   შესწავლილ   ნაწარმოებებზე  (,,უნუგეშო   ყოფნა’’,  ,,შვლის   ნუკრის    ნაამბობი’’,   ,,ვერხვი’’,  ,,არწივი’’   და   სხვა.); 
2)  შეძლებისდაგვარად   გაეცნობიან   დიდი   ქართველი   პოეტისა   და   მოაზროვნის   ცხოვრებას,   მის   ლექსებს   (,,დამსეტყვე   ცაო’’, ,,მარტოობა’’,  ,,იას   უთხარი   ტურფასა’’,  ,,ღამე   მთაში’’,  ,,მთა   და   ბარი’’,  ,,კიდევაც   ვნახავ   გაზაფხულს’’,  ,,რამ   შემქმნა   ადამიანად’’);  მოთხრობებს  (,,ია’’,   ,,მთის  წყარო’’,  ,,ქუჩი’’,  ,,ხმელი   წიფელი’’, ,,ფესვები’’,  ,,კდემ   მხოლოდ   ერთხელ   სთქვა’’,   ,,ბუნების   მგოსნები’’,  ,,ამოდის,   ნათდება!’’);
 3) განუვითარდებათ   კითხვის,   გაგება-გააზრების,   გაანალიზების,   შეფასების,   ახალი   ინფორმაციის   არსებულ   ცოდნასთან   დაკავშირების,   მხატვრულ-გამომსახველობით   საშუალებებზე   დაკვირვების   თანამშრომლობის   უნარები;
4)   მოსწავლეები   შეიგნებენ,   რომ   სიცოცხლე,   ბუნება   მთელი   თავისი   ნაირფეროვნებით    მაღალი   გონიერებისა   და   სიკეთის   განსახიერებაა.
4.      ამოცანები   და   განხორციელების   გზები: 
საქმიანობა   პროექტზე   მუშაობის   დაწყებამდე:
1)        მინილექცია:  კითხვის   მნიშვნელობა   და   როლი   ადამიანის   ცხოვრებაში -01.02.2018 წ.
2)      კითხვარის   შევსება:   რომელი   მხატვრული   ნაწარმოები   წავიკითხე   ბოლო   პერიოდში?-02.02.2018წ.
3)      პროექტის   დაგეგმვა,  მოსწავლეთა   და   მშობელთა   ჩართულობა - 02.02.-05.02.2018 წ.

პროექტზე   მუშაობა: 
ამოცანა  I.  ღონისძიების   მომზადება-ჩატარება
საქმიანობა: ა)  ღონისძიების  (ფშაველი   გენიოსი   და   დედაბუნება)  მომზადება 06.02-09.02.2018 წ.
ბ)  30  წთ.   ღონისძიების   ჩატარება,   მშობელთა   ჩართულობა -12.02.2018 წ.
ამოცანა  II.  ჯგუფებად   დაყოფილ   გუნდებს   შორის   ინტელექტუალური   თამაშის   მომზადება-ჩატარება.
საქმიანობა: ა) ინტელექტუალური   თამაშის   მომზადება (კლასის   დაყოფა   2   გუნდად:  5-6   წევრად;  მათ   მიერ   ვაჟა-ფშაველას   ლექსებისა   და   მოთხრობების   გამეორება-წაკითხვა;   სხვადასხვა   ტიპის   დავალებების   ნიმუშებისა   და   შეფასების   რუბრიკების   გაცნობა,  მოსწავლეთა   ჩართულობა-  08.02.-20.02.2018 წ.
ბ)  ინტელექტუალური   თამაშის   ჩატარება,   მშობელთა   ჩართულობა  (კითხვები   და   პასუხები,   ფაქტობრივი   ცოდნის   შემოწმება,   ნაცნობი   მხატვრული   ხერხების   ამოცნობა,   უცნობი   ტექსტის   გააზრება   და   სხვ.)-21.02.2018წ.
ამოცანა  III. ჯგუფებად   დაყოფილი  გუნდების მიერ   კედლის გაზეთებისა და   ნახატების    გამოფენა.
საქმიანობა:  ა)  კედლის   გაზეთების  (ბუნება   მბრძანებელია;   ბუნების   მესაიდუმლე   ვაჟა)   დამზადება  - 13.02.-14.02.2018 წ.
ბ)  ნამუშევრების  (რა   ლამაზია   ბუნება   ჩვენი) შექმნა   და   კლასში   გამოფენა   -16.02.-21.02.2018წ.
ამოცანა  IV. საუბარი:  ბუნება   და   დღევანდელობა. 
საქმიანობა:  საუბარი   ვაჟა-ფშაველას   ნაწარმოებებისა     და  სხვა   საგანში   (ჩვენი   გარემო)   შესწავლილი   თემის  (ადამიანი   და   ბუნებრივი   ეკოსისტემები)   მიხედვით-22.02.2018 წ.
ამოცანა  Vჩატარებული   მუშაობის   შეჯამება   კითხვარების   შევსებით.   საქმიანობა: ა) ანონიმური   კითხვარის   შევსება   მოსწავლეების   მიერ   (მიღებული   ცოდნისა   და   წარმოჩენილი   პრობლემის   დადგენა  -23.02.2018 წ.
ბ) ანონიმური   კითხვარის   შევსება   მშობლების   მიერ  (პროექტის   მიმდინარეობის,   საჭიროების  და   ხარვეზების   დადგენა).-23.02-26.02.2018 წ
5.      მოსალოდნელი   შედეგები:  მოსწავლეების   მიერ   დიდი   ინტერესის   გამოვლენა   ვაჟა-ფშაველას   ლექსებისა   და   მოთხრობებისადმი,   ბუნების   სილამაზის   აღქმა-გაგება;   საგაკვეთილო   პროცესში   მოსწავლეების   მიერ   წაკითხული   მასალების   გამოყენება   პარალელებად,   მხატვრული  ტექსტების   კითხვის  მოტივაციის   აღძვრა,  გაგება-გაანალიზების,   ინფორმაციის   მოძიების,   ისტ-ს  მიზნობრივად  გამოყენების,   ურთიერთთანამშრომლობის   უნარების   გაუმჯობესება:   მოსწავლეთა   და   მშობელთა   მიერ,   პროექტის   მუშაობის   დადებითად   შეფასება,   საქმიანობის   ამსახველი   ფოტო-ვიდეო   მასალა;   კედლის   გაზეთები   და   ნახატების   გამოფენა.

6.      შეფასება   და   თვითშეფასება:
1)      კითხვარი   მოსწავლეთათვის  (კითხვის   საჭიროების   განსაზღვრა,   მიზნის   დასახვა);
2)      სწორი   პასუხების   ფურცელი   და   შეფასების   რუბრიკა  (სხვადასხვა   ტიპის   დავალების   შეფასება);
3)      კითხვარი   მოსწავლეებისა   და   მშობლებისთვის  (წარმატება,   წარუმატებლობის   დადგენა);
4)      პროექტის   მონიტორინგისა   და   შეფასების   ფორმა:

პროექტის   მონიტორინგი  (შეფასება)
ვის   მიერ?
როდის?
რა   კრიტერიუმებით?
პირველი   შუალედური   მონიტორინგი



მეორე   შუალედური   მონიტორინგი



საბოლოო   შეფასება




  შენიშნვა:
მონიტორინგისა და შეფასების (თვითშეფასების) ფორმა,  კრიტერიუმები,   კითხვარი,   რუბრიკა,  პროექტის   გეგმას   თან  ერთვის.
7.    პროექტისთვის   საჭირო   ძირითადი   რესურსები: 
1.      ბეჭდვითი   მასალები:  ვაჟა-ფშაველას   ლექსები   მოთხრობები  (თხზულებანი,  თბ.1990 წ. );
2.      გიგი   ხორნაული -  ცხოვრება   ვაჟა-ფშაველასი,  თბ.1987 წ.
3.      ქართველი   მწერლები   სკოლაში-  ვაჟა-ფშაველა  I -ნაწ.  თბ.2002 წ.
4.      ს.   გაჩეჩილაძე -ლიტერატურის   თეორია,  თბ. 1966 წ.
5.      V-VI კლასების   სახელმძღვანელო -ნ.  მაღლაკელიძე,  ნ.  ღონღაძე -ქართული   ენა   და   ლიტერატურა;
6.      ჩვენი   გარემო- VI კლასების   სახელმძღვანელო;
7.      კომპიუტერი,  ნეტბუქი;
8.      მშობლების   ჩართულობა;
9.      ჟიურის   წევრების  (ჰუმანიტარული  კათედრის   ხელმძღვანელი   ნათია  ვეკუა,  პედაგოგი   მაია   კოდუა,  ბიბლიოთეკარი   ფიქრია  შენგელია)   ჩართულობა.


8.    საგნებთან   ეროვნულ   სასწავლო   გეგმასთან   კავშირი:
      ქართ.  VI. 7.   მოსწავლეს   შეუძლია  სხვადასხვა  სახის...   ტექსტების   წაკითხვა   და   გაგება-გაანალიზება   (მოსწავლე   ახალ   ინფორმაციას   აკავშირებს   არსებულ   ცოდნასთან   ამოიცნობს   მოვლენებს,   ფაქტებს...   გამოაქვს   დასკვნა...)
ქართ.  VI. 10.   მოსწავლეს   აქვს   კითხვის   პროცესით   გამოწვეული   განწყობილების   გადმოცემის   უნარი  (სვამს   კითხვებს,   ასახელებს   ეპიზოდში   გამოყენებულ   მხატვრულ   ხერხებს).

საგანი -  ჩვენი  გარემო
 ბუნ.  VI. 10.   მოსწავლეს   შეუძლია  გარემოს   დაცვითი   ღონისძიებების   გატარება  მათი   მნიშვნელობის   აღწერა   და   დასაბუთება  (აღწერს   ბუნებაში   ადამიანის   უხეში   ჩარევით   გამოწვეულ   უარყოფით   შედეგებს,   აყალიბებს   საკუთარ   მოსაზრებებს   მათი   თავიდან   აცილების   საშუალებებზე).
საგანი -სახვითი   და   გამოყენებითი   ხელოვნება
ს.გ. VI.3.  მოსწავლე   აკვირდება   გარემოში  ობიექტებს   შორის   კავშირებს,   შუძლია   მათი   თავისებურებების   გადმოცემა   ნამუშევარში  (ხატავს   პეიზაჟს   ნატურიდან   და   მეხსიერებით,   სახასიათო   ნიშნების   გამოყენებით).
9.    ბიუჯეტი:
საკანცელარიო   ნივთები:  ( თაბახის   ფურცლები,   ფორმატის   ქაღალდები,   ფლომასტერი,   სახატავი   ფანქრები  და   რვეულები,  ავტოკალამი,    ფერადი   ქაღალდები   და   სხვა).

10.  პროექტის    ხანგრძლივობა- 3   კვირა  (06.02 -26.02. 2018 წ)
11.   პროექტის  მონაწილეთა   ასაკი -11-12   წელი  (VI  კლასი)
12.   პროექტის   ხელმძღვანელი:   ჯულიეტა   კოდუა 
13. პროექტის   ხელმძღვანელის   ელ.ფოსტა:  julietakodua@gmail.com   
14. პროექტის   ხელმძღვანელის  ვებ-გვერდი: www.julietakodua.blogspot.com


No comments:

Post a Comment