Sunday, March 12, 2017

პროექტი

  1. პროექტის სახელწოდება: რა  დანიშნულებით  იყენებს   კ.  გამსახურდია  არქაიზმებს ,,დიდოსტატის   კონსტანტინეს   მარჯვენაში''.
  2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:  ,,დიდოსტატის   კონსტანტინეს   მარჯვენაში''  ავტორის   მიერ   ნახმარი   მოძველებული   სიტყვები   და   გამოთქმები   უნდა   მივიჩნიოთ   მეტყველებისთვის   საჭირო   ნომრად,   თუმცა   არა  სავალდებულოდ.
  3. პროექტის აქტუალობა:  კ. გამსახურდია   აცოცხლებს  რა  მოძველებულ  სიტყვებსა   და  ფორმებს,   აქცენტი   გაკეთდება    იმაზე,   როდის,   რა   მიზნით   იყენებს   მათ   მწერალი.   მოსწავლეები  დააკვირდებიან,   მაგალითებზე   დაყრდნობით,   არქაული   ფორმების   გამოყენების   3   ძირითად   შემთხვევას.
  4. პროექტის მიზნები:  ა)მოსწავლეთა   ჯგუფების   გამოწვევა   თემაზე   სასაუბროდ;    ბ)  კვლევა-ძიების,   პრეზენტაციის,  კრიტიკული   აზროვნების   უნარ-ჩვევების  განვითარება;  გ)  შეგნება   იმისა,   რომ   მწერლის   მიერ   გამოყენებული   ლექსიკა   ექვემდებარება   ესთეტიკურ   გემოვნებას,   მხატვრული   გამოსახვის   ამოცანებს,   გარკვეული   კოლორიტის   შექმნას.
  5. მონაწილეთა ასაკი 17-18  წლის
  6. ვადები/ხანგრძლივობა: 2   კვირა
  7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:მოსწავლეები   უკეთესად   გაიცნობიერებენ   მხატვრული   გამოსახვის   ამოცანებს,   დაწერენ   რეფერატს,   გამოვა   კედლის   გაზეთი,   შექმნიან   მწერლის   მიერ  ,,დიდოსტატის  მარჯვენაში''  ნახმარი   არქაული   ფორმების  ელექტრონულ   ვერსიას.
  8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: კ.  გამსახურდია-  ,,დიდოსტატის  კონსტანტინეს   მარჯვენა''.  მწერლის   რჩეული  თხზულებები,  ტ.  II,VI,  VII,  VIII,   ს.გაჩეჩილაძე-ლიტერატურის   თეორია,   ლ.  კვაჭაძე-,,ქართული   ენა,''  ნაწ. I;   ავტორთა   კოლექტივის   ,,ქართული   ენის   განმარტებითი   ლექსიკონი''  (ერთტომეული),   კომპიუტერი   (საქემები,  დიაგრამები,  სურათები   და  სხვა).
  9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):  1)გონებრივი   იერიში  (თემების,   პრობლემების   დასახელება,  არჩევანის   გაკეთება,   კითხვების   განაწილება),   პროექტის   გეგმის   შედგენა;   2)   დისკუსია   მოძიებულ   მასალებზე (მაგალითების   მოხმობა,   დახარისხება);   3)   რეფერატისთვის   გეგმის   შედგენა,   საკითხების   განაწილება   ჯგუფის   წევრებს   შორის; 4)  რეფერატის   პრეზენტაცია  (არქაიზმები   კ.   გამსახურდიას  ,,დოდოსტატის   მარჯვენაში''  5)  არქაული   სიტყვებისა   და    ფორმების   ელექტრონული   ვერსიის   შედგენა;   6)პროექტის   მიმდინარეობა   და   მიღებული   შედეგები   (პრეზენტაცია);  7)  მასწავლებლის   მიერ   მოსწავლეებთან   წინასწარ   შეთანხმებული    რუბრიკის   შესაბამისად   მიღწეული   შედეგების   შეფასება.
  10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული   ენა   და   ლიტერატურა,   ლიტერატურის   თეორია. ისტორია.
    ქართ.  XII. 2 .  მოსწავლე   კრიტიკულად   აანალიზებს,   აფასებს   პროექტს (მიზნის   განხორციელების   გზების   ადეკვატურობას,   მსჯელობს,   ენის,   ლექსიკის   თვალსაზრისით);
    ქართ.  XII.4.   მოსწავლე   იყენებს   სხვადასხვა   სტრატეგიას (აკეთებს   პაუზას,   მიმართავს   აუდიტორიას,   აქვს   თუ   არა   შეკითხვები);
    ქართ.  XII.9.   მოსწავლე   აანალიზებს   რა   ეფექტს   ახდენს   ავტორის   ენობრივი   არჩევანი   მკითხველზე  (რამდენად   შეესაბამება   ავტორის   სტილს   მისეული   ლექსიკა);
    ქართ.  XII.12.   მოსწავლე   წერს    სასწავლო   რეფერატს  (შერჩეული   წყაროებიდან   ამოკრებს   მასალას...).
    ისტ. XII 12, 7 მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა რელიგიის მნიშვნელობაზე. .
  11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ჯულიეტა კოდუა
  12. ხელმძრვანელის ელ.ფოსტა: julietakodua@gmail.com
  13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი; julietakodua.blogspot.com