მიზანი: თემის გაცნობა; ცოდნის გამოყენების, წვდომა-გააზრების, კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარება; შეგნება იმისა, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს არდაგვიანებულ სიკეთეს.
მისაღწევი შედეგი და ინდიკატორები:
მე-5, 1. მოსწავლეს აქვს ტექსტების მოსმენის, ინტერპრეტაციის საწყისი უნარი (გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას);
მე-5,8 მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის ტექსტის წაკითხვა, გაგება გაანალიზება (უცნობი სიტყვებისა და გამოთქმების მნიშვნელობის გარკვევა);
მე-5,10 მოსწავლეს შეუძლია ენობრივი თავისებურებების ამოცნობა (არსებითის, ზედსართავის, რიცხვითი სახელების ამოცნობა);
მე-5, 14 მოსწავლეს შეუძლია წერითი დავალების ამოცანის განსაზღვრა (ადეკვატურად ცვლის ენას, მსჯელობას...)
გაკვეთილის მსვლელობა:
აქტივობა 1:
საშინაო დავალების შემოწმება (ს.ს. ორბელიანი "იხვი და მყვარი", თხრობით მსჯელობა წერითი დავალება აქტივობის რვეულიდან №3 გვ. 52) 7 წთ. -ინდივიდ. მუშ.
აქტივობა 2: გონებრივი იერიში (რა ვიცით, ს.ს ორბელიანისა და იგავის შესახებ) 4 წთ, წყვილებში მუშაობა.
აქტივობა 3: ტექსტის ორიენტირებული (პაუზებით) კითხვა (ტექსტს ვყოფ სამ ნაწილად თითოეული მონაკვეთის შემდეგ კეთდება პაუზა, ვსვამ კითხვებს სააზროვნო დონეების -ცოდნა, გამოყენება, ანალიზი, სინთეზი, შეფასება-მიხედვით. თითოეული ნაწილის წაკითხვის შემდეგ ივსება ვარაუდების სქემა: სათაურის, პირველი მონაკვეთის, მე-2 მონაკვეთის, მე-3 მონაკვეთის წაკითხვის შემდეგ, საბას იგავების მოტივებზე გადაღებული ფილმიდან კადრების ჩვენების შემდეგ) 15 წთ. ინდივიდ. წყვილებში მუშაობა.
აქტივობა 4: ფილმის დემონსტრაცია და ვენის დიაგრამა (ერთმანეთს შეადარებენ მოსწავლეები მეფეს და მის შვილს,ნახავენ 1-2 კადრს ფილმიდან) 5 წთ. წყვილში მუშაობა.
აქტივობა 5 ენობრივ- გრამატიკულ მხარეზე დაკვირვება (ნაცნობი მეტყველების ნაწილების, მოქმედების სახელების ამოცნობა და სხვ.)5 წთ. ინდივიდუალურად და წყვილში მუშაობა.
აქტივობა 6: შეჯამება (რა ვისწავლე?) წერა 5 წთ-ს განმავლობაში (ინდივიდუალური მუშაობა, მსურველები წაიკითხავენ).
აქტივობა 7: შეფასება (განმსაზღვრელი- საშინაო დავალების შემოწმებისას, პაუზებით კითხვისას, განმავითარებელი სიტყვიერი შეფასება რუკისა და დიაგრამის შევსებისას, მსჯელობის დროს) 2 წთ.
საშინაო დავალება: (რას გვასწავლის ს.ს ორბელიანის "მეფე და მისი შვილი," წერითი დავალება:, პატარა ამბის ან მოთხრობის შექმნა თემაზე: გულკეთილობა; სიკეთის ძალა; აქტივობის რვეულიდან დავალება მე-4 გვ. 52) 2 წთ.
შეფასება;განმსაზღვრელი, სქემის შეფასების კომპონენტის მიხედვით.
რესურსები: ნ. მაღლაკელიძე, ქართული ენა და ლიტერატურა, მე-5 კლასი,, აქტივობის რვეული, ს.ს ორბელიანის სურათი, მოსწავლეთა ნახატები, კომპიუტერი, სამუშაო ფურცლები: გონებრივი იერიშის რუკა, ვარაუდების სქემა, ვენის დიაგრამა, დაფა, ცარცი და სხვ.