Saturday, December 30, 2017

წრის მუშაობის გეგმა

საწრეო მუშაობა
წრის დასახელება:“პოეზია-უპირველეს   ყოვლისა!“
საწრეო მუშაობის მიზანია:
1.      მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება ესგ-ს  (დაწყებითი   საფეხურის) მოთხოვნების მიხედვით, ფოკუსირებული სწავლება.
2.      მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა.
საწრეო მუშაობის ხანგრძლივობაა  2017-2018 სასწ.წ. I  სემესტრი, კვირაში  1 სთ.
საწრეო მუშაობა „პოეზია - უპირველეს   ყოვლისა!.“საჭიროა მოსწავლეთათვის პოეზიის , ქართული ლექსის ბუნების გასაცნობად.ლექსის ცოდნა მხოლოდ მის დაზეპირებას როდი ნიშნავს.ლექსი,როგორც კაცობრიობის მეორე  სამეტყველო ენა . საქართველოშიყოველთვის განსაკუთრებულიპატივით   სარგებლობდა.საქართველო პოეტური კულტურის ქვეყანაა.იგი ხალხის  ფიქრისა და განცდის გამოხატვის ულამაზესი საშუალებაა,ადამიანის სულიერი ცხოვრების აუცილებელი მოთხოვნილებაა.ქართული ლექსის მაღალი კულტურა ,დახვეწილი ხელოვნება,როგორც ესთეტიკურიაღზრდის საუკეთესო საშუალება, ვფიქრობ, სკოლის მერხიდანვე უნდა ჰქონდეს შეთვისებული  მოსწავლეებს.  ამავე დროს, ლექსის თეორიასთან ერთად,მათთვის ცნობილი უნდა იყოსმშობლიური ლექსის ისტორიაც,რომელიც ათეულ  საუკუნეს ითვლის.
საწრეო  მუშაობის  აუცილებელი  პირობაა  მოსწავლეებმა  შეისწავლონ  ლექსის   სწორად კითხვა, რიტმი,  რითმა, ლექსის სახეები,  ბგერწერა  ქართული  ლექსის  განვითარების გზა, მხატვრული კითხვა. მოიძიებენ  და  მოისმენენ  ქართველი პოეტებისა  და  მსახიობების  მიერ წაკითხულ  ლექსებს, შეისწავლიან   მათთვის   სასურველი ლექსების  მხატვრულად  კითხვას.

საწრეო მუშაობის პროგრამა  (მოდიფიცირებული  გეგმა)

თვე და რიცხვი
      სამუშაო პროგრამა
აქტივობები
 რესურსები
20.09,2017
საწრეო  მუშაობის მიზნის გაცნობა
პოეტური     ხელოვნების       რაობა.      ლექსი    და
პროზა
საუბარი, ინფორმაციის   გაცნობა,  კითხვა-პასუხი

სქემა
ს.  გაჩეჩილაძე
,,ლიტერატურის  თეორია’’; სამუშაო   ფურცლები
25.09.2017
წინადადებები   შინაარსის  მიხედვით.  სხვადასხვა  ტიპის  წინადადებების  სწორად კითხვა
თემის   გამეორება;
კითხვა-პასუხი;
წინადადებების   სწორად   კითხვა
სქემა-პუნქტუაციის   ნიშნები   და   ინსტრუქცია;
ნეთეტბუქი;
სამუშაო ფურცლები. 
2.10.2017
ენის გასატეხები მათი სწორად და სწრაფად კითხვა . მუხრან მაჭავარიანი  - „მრავალჭირვარამგადანახადი“, ლექსის მხატვრული კითხვა
ენის   გასატეხების   კითხვა; 
მ. მაჭავარიანის   ლექსის   კითხვა 
კედლის   გაზეთის   დამზადება
 კედლის   გაზეთი  -,,კვლავ  იძლიეროს   ენამ   ქართულმა!’
კომპიუტერი,
სამუშაო   ფურცლები
9.10.2017
ლექსის    რიტმი.   ანა კალანდაძე- „   მოდიოდა ნინო მთებით“
საუბარი;
ინფორმაციის   გაცნობა;   კითხვა-პასუხი;
კალანდაძის   ლექსის   მხატვრული   კითხვა
ს.  გაჩეჩილაძე-  ,,ლიტერატურის   თეორია’’;
ა.  კალანდაძის   ლექსები,   სამუშაო   ფურცლები
16.10.2017
მახვილი   ენასა   და   ლექსში
ინფორმაციის   გაცნობა   და   საუბარი;
მახვილზე   დაკვირვება.
შანიძე,   კვაჭაძე,  ქართული   ენაა.  კალანდაძის   ლექსების   კრებული,  თვითნაკეტი  ტაბულა

23.10.2017
მეტრი,       რიტმი,       ცეზურა      და   სხვ...
სასურველი   ლექსების   კითხვა.
ინფორმაციის   გაცნობა   და   საუბარი;   კითხვა-პასუხი;  სასურველი   ლექსების   გამომეტყველებითი   კითხვა;
კედლის   გაზეთის  დამზადება


  გაჩეჩილაძე   ,,ლიტერატურის   თეორია’’;
კედლის   გაზეთი-  ,,ჩვენი   საყვარელი   ლექსები’’.
ცარცი,  დაფა.


30.10.2017
ოქროს ფონდიდან ქართველი მწერლების,  პოეტების   მიერ წაკითხული ლექსების მოსმენა და კომენტარი
   მწერლების,  პოეტების   მიერ   წაკითხული   ლექსების   მოსმენა;
კომენტარი  
კომპიუტერი,  სამუშაო   ფურცლები  
06.11.2017
ლექსის სახეები.ეროვნული სალექსო  ფორმები,   გალაკტიონი- „ქარი ქრის“  და   სხვ...
ინფორმაციის   გაცნობა   და   საუბარი;   კითხვა-პასუხი;  გ.   ტაბიძის   ლექსების   მხატვრული   კითხვა

 თვითნაეთი   ტაბულა -  ლექსის   თავარი   სქემები;
გ.  ტაბიძის   ლექსები

13.11.2017
რუსთაველის, ბარათაშვილის,,ილიას, აკაკის, ვაჟას სალექსო ფორმები
ინფორმაციის   გაცნობა   და   საუბარი;   პოეტების   სალექსო   ფორმებზე   დაკვირვება,    კითხვა-პასუხი; 
ქართული   ენა   და   ლიტერატურა,  V-VI კლასები  (ნ.   მაღლაკელიძე…)
ნ.   ბარათაშვილის  პოემიდან   ნაწყვეტი...  ,,მორბის   არაგვი’’...
სამუშაო   ფურცლები
20.11.2017
საყვარელი  ლექსების დასწავლა და მხატვრული კითხვა
საუბარი:   რომელი   პოეტის   ლექსს   გამოვყოფდი   და   რატომ?
ილიას, აკაკის,  ვაჟა-ფშაველას   ლექსების   კითხვა
პოეტების,   მწერლების   სურათები,
ილიას, აკაკის,  ვაჟა-ფშაველას   ლექსები  
27.11.2017
ქართველი მსახიობების მიერ წაკითხული ლექსების მოსმენა
ქართული   ხალხური   პოეზიის   ნიმუშების   კითხვა
გ.   საღარაძის,   მ.ჩახავას,   მ.   ჯინორიას   მიერ   წაკითხული   ლექსების   მოსმენა;ქართული   ხალხური   ლექსების   კითხვა


კომპიუტერი;
ქართული   ხალხური   საუნჯე


04.12.2017
მოძიებული  ლექსების  მხატვრული კითხვა
საუბარი;   კითხვა-პასუხი;   მოძიებული   ლექსების   გამომეტყველებითი   კითხვა
ნეტბუქი,
საპრეზენტაციო   მასალები
11.12.2017
გალაკტიონის ლექსების კითხვა(ასაკის გათვალისწინებით)
საუბარი;   კითხვა-პასუხი   გ.  ტაბიძის  ლექსების   მხატვული   კითხვა

 გ.  ტაბიძის   ცხოვრება-მოღვაწეობის   ამსახველი   სურათები;
გ.   ტაბიძის   ლექსები

18.12.2017
თანამედროვე   პოეტების   ლექსები
საუბარი;   კითხვა-პასუხი; ლექსების   მხატვული   კითხვა 
ნეტბუქი,
სამუშაო   ფურცლები
25.12.2017
პოეზიის   საათი  (წრის   მუშაობის   შეჯამება)
ნასწავლი   ლექსების   მხატვრული  კითხვა,  საუბარი:   რა   სარგებელი   მივიღეთ   წრეში   გაერთიანებულმა   მოსწავლეებმა?
ნეტბუქი,
წრის   მუშაობის  ამსახველი   კედლის   გაზეთი- ,,პოეზია-უპირველეს   ყოვლისა!’’


Sunday, March 12, 2017

პროექტი

  1. პროექტის სახელწოდება: რა  დანიშნულებით  იყენებს   კ.  გამსახურდია  არქაიზმებს ,,დიდოსტატის   კონსტანტინეს   მარჯვენაში''.
  2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:  ,,დიდოსტატის   კონსტანტინეს   მარჯვენაში''  ავტორის   მიერ   ნახმარი   მოძველებული   სიტყვები   და   გამოთქმები   უნდა   მივიჩნიოთ   მეტყველებისთვის   საჭირო   ნომრად,   თუმცა   არა  სავალდებულოდ.
  3. პროექტის აქტუალობა:  კ. გამსახურდია   აცოცხლებს  რა  მოძველებულ  სიტყვებსა   და  ფორმებს,   აქცენტი   გაკეთდება    იმაზე,   როდის,   რა   მიზნით   იყენებს   მათ   მწერალი.   მოსწავლეები  დააკვირდებიან,   მაგალითებზე   დაყრდნობით,   არქაული   ფორმების   გამოყენების   3   ძირითად   შემთხვევას.
  4. პროექტის მიზნები:  ა)მოსწავლეთა   ჯგუფების   გამოწვევა   თემაზე   სასაუბროდ;    ბ)  კვლევა-ძიების,   პრეზენტაციის,  კრიტიკული   აზროვნების   უნარ-ჩვევების  განვითარება;  გ)  შეგნება   იმისა,   რომ   მწერლის   მიერ   გამოყენებული   ლექსიკა   ექვემდებარება   ესთეტიკურ   გემოვნებას,   მხატვრული   გამოსახვის   ამოცანებს,   გარკვეული   კოლორიტის   შექმნას.
  5. მონაწილეთა ასაკი 17-18  წლის
  6. ვადები/ხანგრძლივობა: 2   კვირა
  7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:მოსწავლეები   უკეთესად   გაიცნობიერებენ   მხატვრული   გამოსახვის   ამოცანებს,   დაწერენ   რეფერატს,   გამოვა   კედლის   გაზეთი,   შექმნიან   მწერლის   მიერ  ,,დიდოსტატის  მარჯვენაში''  ნახმარი   არქაული   ფორმების  ელექტრონულ   ვერსიას.
  8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: კ.  გამსახურდია-  ,,დიდოსტატის  კონსტანტინეს   მარჯვენა''.  მწერლის   რჩეული  თხზულებები,  ტ.  II,VI,  VII,  VIII,   ს.გაჩეჩილაძე-ლიტერატურის   თეორია,   ლ.  კვაჭაძე-,,ქართული   ენა,''  ნაწ. I;   ავტორთა   კოლექტივის   ,,ქართული   ენის   განმარტებითი   ლექსიკონი''  (ერთტომეული),   კომპიუტერი   (საქემები,  დიაგრამები,  სურათები   და  სხვა).
  9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):  1)გონებრივი   იერიში  (თემების,   პრობლემების   დასახელება,  არჩევანის   გაკეთება,   კითხვების   განაწილება),   პროექტის   გეგმის   შედგენა;   2)   დისკუსია   მოძიებულ   მასალებზე (მაგალითების   მოხმობა,   დახარისხება);   3)   რეფერატისთვის   გეგმის   შედგენა,   საკითხების   განაწილება   ჯგუფის   წევრებს   შორის; 4)  რეფერატის   პრეზენტაცია  (არქაიზმები   კ.   გამსახურდიას  ,,დოდოსტატის   მარჯვენაში''  5)  არქაული   სიტყვებისა   და    ფორმების   ელექტრონული   ვერსიის   შედგენა;   6)პროექტის   მიმდინარეობა   და   მიღებული   შედეგები   (პრეზენტაცია);  7)  მასწავლებლის   მიერ   მოსწავლეებთან   წინასწარ   შეთანხმებული    რუბრიკის   შესაბამისად   მიღწეული   შედეგების   შეფასება.
  10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული   ენა   და   ლიტერატურა,   ლიტერატურის   თეორია. ისტორია.
    ქართ.  XII. 2 .  მოსწავლე   კრიტიკულად   აანალიზებს,   აფასებს   პროექტს (მიზნის   განხორციელების   გზების   ადეკვატურობას,   მსჯელობს,   ენის,   ლექსიკის   თვალსაზრისით);
    ქართ.  XII.4.   მოსწავლე   იყენებს   სხვადასხვა   სტრატეგიას (აკეთებს   პაუზას,   მიმართავს   აუდიტორიას,   აქვს   თუ   არა   შეკითხვები);
    ქართ.  XII.9.   მოსწავლე   აანალიზებს   რა   ეფექტს   ახდენს   ავტორის   ენობრივი   არჩევანი   მკითხველზე  (რამდენად   შეესაბამება   ავტორის   სტილს   მისეული   ლექსიკა);
    ქართ.  XII.12.   მოსწავლე   წერს    სასწავლო   რეფერატს  (შერჩეული   წყაროებიდან   ამოკრებს   მასალას...).
    ისტ. XII 12, 7 მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა რელიგიის მნიშვნელობაზე. .
  11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ჯულიეტა კოდუა
  12. ხელმძრვანელის ელ.ფოსტა: julietakodua@gmail.com
  13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი; julietakodua.blogspot.com

Sunday, February 26, 2017

გაკვეთილის გეგმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში


თემა:  ს.ს. ორბელიანი- "მეფე და მისი შვილი" (ტექსტი და შემაჯამებელი მუშაობა)
მიზანი: თემის გაცნობა; ცოდნის გამოყენების, წვდომა-გააზრების, კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარება; შეგნება იმისა, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს არდაგვიანებულ სიკეთეს.
მისაღწევი შედეგი და ინდიკატორები: 
მე-5, 1. მოსწავლეს აქვს ტექსტების მოსმენის, ინტერპრეტაციის საწყისი უნარი (გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას); 
მე-5,8 მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის ტექსტის წაკითხვა, გაგება გაანალიზება (უცნობი სიტყვებისა და გამოთქმების მნიშვნელობის გარკვევა); 
მე-5,10 მოსწავლეს შეუძლია ენობრივი თავისებურებების ამოცნობა (არსებითის, ზედსართავის, რიცხვითი სახელების ამოცნობა); 
მე-5, 14 მოსწავლეს შეუძლია წერითი დავალების ამოცანის განსაზღვრა (ადეკვატურად ცვლის ენას, მსჯელობას...)
გაკვეთილის მსვლელობა:
აქტივობა 1:
საშინაო დავალების შემოწმება (ს.ს. ორბელიანი "იხვი და მყვარი", თხრობით  მსჯელობა წერითი დავალება აქტივობის რვეულიდან №3 გვ. 52) 7 წთ. -ინდივიდ. მუშ.
აქტივობა 2: გონებრივი იერიში (რა ვიცით, ს.ს ორბელიანისა და იგავის შესახებ) 4 წთ, წყვილებში მუშაობა.
 აქტივობა 3: ტექსტის ორიენტირებული (პაუზებით) კითხვა (ტექსტს ვყოფ სამ ნაწილად თითოეული მონაკვეთის შემდეგ კეთდება პაუზა, ვსვამ კითხვებს სააზროვნო დონეების -ცოდნა, გამოყენება, ანალიზი, სინთეზი, შეფასება-მიხედვით. თითოეული ნაწილის წაკითხვის შემდეგ ივსება ვარაუდების სქემა: სათაურის,  პირველი  მონაკვეთის,  მე-2  მონაკვეთის,   მე-3  მონაკვეთის   წაკითხვის   შემდეგ,   საბას   იგავების   მოტივებზე   გადაღებული   ფილმიდან   კადრების   ჩვენების   შემდეგ) 15 წთ. ინდივიდ. წყვილებში მუშაობა.
აქტივობა 4: ფილმის   დემონსტრაცია და ვენის დიაგრამა (ერთმანეთს შეადარებენ მოსწავლეები მეფეს და მის შვილს,ნახავენ   1-2   კადრს   ფილმიდან) 5 წთ. წყვილში მუშაობა.
აქტივობა 5   ენობრივ- გრამატიკულ  მხარეზე   დაკვირვება  (ნაცნობი   მეტყველების   ნაწილების,   მოქმედების   სახელების   ამოცნობა   და  სხვ.)5 წთ.  ინდივიდუალურად   და  წყვილში   მუშაობა.
აქტივობა 6: შეჯამება (რა ვისწავლე?) წერა 5 წთ-ს განმავლობაში (ინდივიდუალური მუშაობა,   მსურველები   წაიკითხავენ).
აქტივობა 7: შეფასება (განმსაზღვრელი- საშინაო დავალების შემოწმებისას, პაუზებით კითხვისას, განმავითარებელი სიტყვიერი შეფასება რუკისა და დიაგრამის შევსებისას,  მსჯელობის დროს) 2 წთ.
საშინაო დავალება: (რას გვასწავლის ს.ს ორბელიანის "მეფე და მისი შვილი," წერითი დავალება:, პატარა ამბის ან მოთხრობის შექმნა თემაზე: გულკეთილობა; სიკეთის ძალა; აქტივობის რვეულიდან დავალება მე-4 გვ. 52) 2 წთ.
შეფასება;განმსაზღვრელი,   სქემის შეფასების კომპონენტის მიხედვით.
რესურსები: ნ. მაღლაკელიძე, ქართული ენა და ლიტერატურა, მე-5 კლასი,, აქტივობის რვეული, ს.ს ორბელიანის სურათი, მოსწავლეთა ნახატები, კომპიუტერი,   სამუშაო ფურცლები: გონებრივი იერიშის რუკა, ვარაუდების სქემა, ვენის დიაგრამა, დაფა, ცარცი და სხვ.